ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა Q1|Q2 2022-2023
ბათუმი, უძრავი ქონების შეძენის მსურველებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებით, იზრდება როგორც გაყიდული უძრავი ქონების მოცულობა/კვ.მ, ასევე საშუალო ფასი/კვ.მ-ზეც. 2022 წლის პირველ და მეორე კვარტალში, ბათუმში სულ 306 397 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გაიყიდა, საშუალო ფასით $674 კვ.მ-ზე. თუმცა, 2023 წლის იმავე პერიოდში, გაყიდვების მოცულობა გაიზარდა 374,148 კვმ-მდე და ამავდროულად, საშუალო ფასმა შეადგინა $876 კვ.მ-ზე (30% ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით).
2023 წლის I და II კვარტალში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი შეფასდა დაახლოებით $328 მილიონად, ხოლო 2022 წლის იმავე პერიოდში, ღირებულება დაახლოებით $209 მილიონი იყო.
სხვა პუბლიკაციები
უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა_2023
C&W წარმოგიდგენთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ...
თბილისის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვა, 1-3 კვარტალი, 2023
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ტრანსფორმაცია ...